• Geo
  • Eng
28.08.2012
ჩვენი მომავალი მეტოქე – სტუ

აქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეთექვსმეტედ ფინალში დინამოელები რანგით დაბალ ლიგაში მოასპარეზე გუნდს, სტუ–ს დაუპირისპირდებიან. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი შინ, დინამო არენაზე 29 აგვისტოს 17:00 საათზე გამართავს.

ექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდს დინამო თბილისი მოსამზადებელ ეტაპზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ამხნაგურად გეჯიბრა და დიდი ანგარიშით – 8:2 სძლია. დინამოელთა მსგავსად პირველ ლიგაში მოასპარეზე სტუ–ს მიმდინარე სეზონში ოფიციალურ შეხვედრებში არ წაუგათ. ერთი თამაში, ერთი მოგება – ასეთია ჩვენი მომავალი მეტოქის მონაგარი. სტუ–მ პირველი ლიგის გათამაშების პირველ ტურში სასკოს დაძაბულ ბრძოლაში 4:3 მოუგო და სათასო შეხვედრას სტუდენტები გამარჯვებულნი ხვდებიან.

მაღლესი ლიგის ბინადართაგან, სტუ–ს დინამოს სახით, კენჭისყრამ ყველაზე უხერხული და არასასურველი მეტოქე არგუნა. გოჩა ჟორჟოლიანის გაწვრთნილ სტუდენტურ კრებულს სერიოზული გამოცდის ჩაბარება ამჯერად დინამო არენაზე მოუწევს. მოსამზადებელ ეტაპზე ნათამაშები სპარინგისგან განსხვავებით, ხვალინდელ მატჩში, ორივე გუნდის თავკაცი შედეგზე ორიენტირებულ თერთმეტეულს დააყენებს სასტარტო შემადგენლობაში.

სტუ–ს სავარაუდო შემადგენლობა: ბილიხოძე – მაღრაძე, ლეჟავა, ყაველაშვილი, შადური – ჯიშკარიანი, გოგატიშვილი, ნამორაძე, მიქაუტაძე – კოსტავა, ბაგაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024