• Geo
  • Eng
26.08.2012
დინამოს დუბლებმა ბათუმელი სეხნიები დაამარცხეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების მესამე ტურში ჩვენი გუნდი ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა. ადელზე გამართულ შეხვედრაში ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს გოლის გატანა. ბუბა რუხაძის შორეული დარტყმა ზუსტი გამოდგა და თბილისელი ფეხბურთელები მესამე წუთზე დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მალევე შესძლეს. მეხუთე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. შეხვედრის 67-ე წუთზე ვაჟა მათიაშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქის ბადეში გაეხვა. საბოლოოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით - 2:1 იმარჯვეს. დღევანდელ შეხვედრაში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს.

დინამო ბათუმი (დუბლები): ტაკიძე, ზოიძე (პაპავა 45’), ბაჯელიძე, ივანიაძე, რამიშვილი, ვარშანიძე ბექა (ვარშანიძე აივენგო 25’), ნასუაშვილი (გოგიტიძე 69’), ქურიძე (ქორიძე 83’), ფართენაძე, დოლიძე, კლოვისი (ხუბუა 59’)

დინამო თბილისი (დუბლები): ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, გაგნიძე, გურეშიძე, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი (კიტოვანი 60’), პაპუნაშვილი, რუხაძე (ნიკურაძე 60’), მათიაშვილი, წილოსანი (ნიკვაშვილი 45’), ჯავახიშვილი (მაჭავარიანი 45’)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024