• Geo
  • Eng
25.08.2012
დინამო ბათუმი 0:3 დინამო თბილისი

ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ზესტაფონში, დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართა. თბილისელმა ფეხბურთელებმა ანგარიში სწრაფადვე გახსნეს, შეხვედრის მეშვიდე წუთზე სადებიუტო შეხვედრაში გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა. დინამოელებმა 72-ე და 86-ე წუთზე მეტოქის კარი კვლავ აიღეს - გოლები მიკელ ალვარომ და რობერტინიომ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის 83-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა გიორგი ლორიამ. ორი დინამოს დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, დუშან უჰრინის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

დინამო (ბთ.):  მამინაშვილი, ფარტენაძე, ხუხია, მაკარიანი, გოგიტიძე (მუჯირი 68’), ლობჟანიძე, დიასამიძე (სიჭინავა 63’), თევდორაძე, ბაციკაძე (აბუსელიძე 28’), ჯორბენაძე, მახარაძე

დინამო თბილისი: ლორია, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე (ძარია 44’), მერებაშვილი (რობერტინიო 78’), ალვარო, დვალი, კოტო, ჩისკო (კაკუბავა 88’), გველესიანი, გლიშიჩი

გოლები: 0:1 ჯაბა დვალი 7’ 0:2 მიკელ ალვარო 72’ 0:3 რობერტინიო 86’

გაფრთხილება: მიკელ ლვარო 82’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024