• Geo
  • Eng
25.08.2012
დინამო 3:2 ტორპედო – მატჩის საუკეთესოდ ჩისკო დასახელდა

ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელსაც გასული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოევლინა, დასრულდა. გულშემატკივრებმა დინამო 3:2 ტორპედოს საუკეთესო მოთამაშედ დინამოს ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ დაპირისპირებაში ორი გატანილი ბურთით გამოირჩა. ჩისკომ ინტერაქტივში 230 ხმა მიიღო და მეორე ადგილოსან თანამემამულეს, კარლეს კოტოს, 22 ხმით აჯობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024