• Geo
  • Eng
24.08.2012
ჩვენი მეტიქე – დინამო ბათუმი

ინამო თბილისისა და დინამო ბათუმის დაპირისპირებას ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივარი კვლავ იხილავს. ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ზესტაფონში, დავით აბაშიძეზე, ბათუმელთა წინააღმდეგ გამართავს.

ნტერესს იწვევს ორი დინამოს ზესტაფონური დაპირისპირება. თბილისელმა ფეხბურთელებმა ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმის მოგროვება მოახერხეს. პრინციპულ მეტოქეებთან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ, ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება – გუნდს, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია. თბილისური დინამო მოგებათა სერიის გაგრძელებას შეეცდება, გია გურულის გაწვრთნილი ბათუმის დინამო კი ჩემპიონატში პირველი გამარჯვების მოპოვებასა და თბილისურ გუნდთან 8 წლიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

ომინალურ მასპინძლებთან ჩვენს გუნდს დადებითი ბალანსი აქვს. ეროვნული ჩემპიონატის რანგით გამართულ 43 შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა სეხნიებს 31–ჯერ მოუგო, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, ხუთ შემთხვევაში კი გამარჯვება ბათუმელ ფეხბურთელებს დარჩათ. ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია 2007 წლის 29 სექტემბერს გამართული თბილისური მატჩი. დერბი დინამო ჩვენმა გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით – 7:0 მოიგო.

ხალ სეზონში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. აჭარული გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა 1997/1998 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც გუნდმა საქართველოს თასის გათამაშებაზე იმარჯვა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ამავე სეზონში ბათუმელმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერ თასის მოგებაც მოახერხეს.

ომდევნო მატჩში დინამო თბილისის დისკვალიფიკაციის გამო სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება – თორნიკე ზარქუა, ოთარ ხიზანეიშვილი და გიორგი რეხვიაშვილი გუნდს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებიან. ბათუმელ სეხნიებთან დაპირისპირებამდე, ჩვენი გუნდის რიგებში მატებაა. დედაქალაქელთა რიგებს საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი, ჯაბა დვალი შეუერთდა. იმ შემთხვევაში თუ დუშან უჰრინი ზესტაფონურ დინამო ბათუმისა – დინამო თბილისის შეხვედრაში საჭიროდ ჩათვლის და ჯაბა დვალს მისცემს თამაშის საშუალებას, მისთვის ჩვენი გუნდის მაისურით ჩატარებული 49–ე მატჩი იქნება.

რი სტუმრად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, დინამო ბათუმი მასპინძლის რანგში იასპარეზებს. მეორე ტურში განმუხურში უშანსოდ დამარცხებული ბათუმელთა შემადგენლობაში იქნება თუ არა რადიკალური ცვლილებები, ამას გუნდის თავკაცი, გია გურული გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით ბათუმელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

შენგელია, მაკარიანი, ხუხია, მუჯირი, მახარაძე, ჯორბენაძე, სიჭინავა, დიასამიძე, ბალაძე, ბერიძე, კლოვისი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024