• Geo
  • Eng
22.08.2012
კარლეს კოტო – შევეცდებით ჩემპიონის ტიტული მოვიპოვოთ

ჩვენი გუნდის ესპანელმა ლეგიონერმა– კარლეს კოტომ, რომელიც ბოლო შეხვედრაში ტორპედოს წინააღმდეგ ერთ–ერთი საუკეთესო იყო მინდორზე, დინამოს ოფიციალური ვებ გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

კარლეს კოტო– საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქეს ვხვდებოდით და ეს თამაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. პირველი თამაშების მოგება და ქულათა მაქსიმუმის დაგროვება ისედაც ჩვენი გეგმების უმთავრესი ნაწილია. დიდი შრომა გაწია მთავარმა მწვრთნელმა, გუნდი ერთად შეკრულია და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ეხლა მთლიანად ბათუმის დინამოსთან თამაშზე ვართ კონცენტრირებულები და ვაპირებთ, რომ პირველი წრე პირველ ადგილზე დავასრულოთ. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, ვიტყვი , რომ ყველანი ძალიან მონდომებულები ვიყავით და მთელი გუნდი მომართული იყო მხოლოდ გამარჯვებისთვის. საერთოდ მინდა ავღნიშნო, რომ ძლიერი შემადგენლობა ვართ შეკრებილი და შევეცდებით ჩემპიონის ტიტული მოვიპოვოთ.

ცალკე მინდა ავღნიშნო ის ატმოსფერო რაც ტრიბუნებზე სუფევდა. მადლობა მინდა გადავუხადო გლადიატორებს ესეთი მხარდაჭერისთვის, ჩვენ ვიცით თუ რას ნიშნავს მათთვის ამ შეხვედრაში გამარჯვება. ერთი სურვილი გვაქვს ყველას, რომ მეტმა გულშემატკივარმა იაროს დინამო არენაზე, რაც ჩვენს წარმატებას უფრო გააადვილებს და თამაშსაც მეტ ეფექტს შესძენს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024