• Geo
  • Eng
21.08.2012
ჯაბა დვალი დინამოში ბრუნდება

საქართველოს ჩემპიონატის განვლილი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი, 5 წლიანი განშორების შემდეგ, დინამოში ბრუნდება. ჯაბა დინამოში 17 წლის ასაკში ჩაირიცხა და ჩვენი კლუბის ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა. თამაშობდა აკადემიის მე-3, მე-2 გუნდში და დუბლშემადგენლობაში. პირველი გუნდის რიგებში, დინამოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. შემდეგ მან კარიერა მოლდოვაში, კიშინიოვის დაჩიაში განაგრძო. ბოლო წლებში კი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონში გამოდიოდა.

ჯაბა დვალი - ზესტაფონში დაუვიწყარი პერიოდი გავატარე. მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, გუნდის თითოეულ ქომაგს. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. დინამოში დაბრუნებამ ძალიან გამახარა. პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. დინამოს ყველა ასაკობრივ გუნდში მომიწია თამაში და  ნაცნობ გარემოში დავბრუნდი. დინამოს ყოველთვის ამბიციური გეგმები ჰქონდა, განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც გუნდში ისეთი პირობებია, რომ დინამოს ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქროს.  ერთს ვპირდები ყველას, მათ შორის დინამოს ერთგულ გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის დინამოს გვერდში არიან, ყველაფერს გავაკეთებ დინამოს წარმატებისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024