• Geo
  • Eng
18.08.2012
კლუბის პრეზიდენტი გლადიატორებს შეხვდა

დინამო-ტორპედოს მატჩის წინ ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ბატონი რომან ფიფია, დინამოს ოფიციალური ფან-კლუბის, გლადიატორების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე  გულშემატკივართათვის საინტერესო თემებზე იქნა საუბარი. კლუბის პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ  კლუბი, გუნდი და ფან-კლუბი ყველანი ერთად დინამოს დიდი ოჯახის წევრები ვართ და ყველანი ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ დინამოს წარმატებისთვის. შეხვედრის მსვლელობისას ჩვენი ფან-კლუბის წევრებს დინამოს მაისურები გადაეცათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024