• Geo
  • Eng
17.08.2012
ლევან ხმალაძე - მოედანზე ყველაფერს დავდებთ

დინამო თბილისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელსაც მეტალურგი 0:1 დინამო მატჩის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოევლინა, დასრულდა. გულშემატკივართა რჩეული რუსთაველთა კარში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი, ლევან ხმალაძე გახდა. დინამო არენაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ ლევან ხმალაძეს, ხვალინდელი შეხვედრის წინ, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ლევან ხმალაძე - დინამოსა და ტორპედოს დაპირისპირების მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია. ყველამ კარგად იცის, რომ ხვალ პრინციპულ მეტოქესთან მოგვიწევს თამაში. ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგება იქნება. მოედანზე ყველაფერს დავდებთ, ჩვენთვის მთავარი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვებაა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024