დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედ და მერვედფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.
საქართველოს თასის 1/16 ფინალში სამტრედიას დავუპირისპირდებით.
შეხვედრა 19 ივლისს, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზეა ჩაინიშნული. გამარჯვების შემთხვევაში 1/8 ფინალში სამცხე/ოდიშის შორის გამარჯვებულს შევხვდებით.
გათამაშების იმავე ეტაპზე 20 ივლისს დინამო-2 ლოკომოტივს საგურამოში შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კი შემდეგი მეტოქე ალგეთი/შტურმის წყვილში გამარჯვებული გახლავთ.