• Geo
  • Eng
12.06.2025
სამქულიანი სტარტი პოლონეთთან

სლოვაკეთში სტარტი აიღო უეფას ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მიჯრით მეორედ ასპარეზობს.

 

რამაზ სვანაძის გუნდი ჟილინაში, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში პოლონეთის ნაკრებს შეხვდა და მძიმე შეხვედრაში 2-1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში შეხვედრის 55-ე წუთზე ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ გახსნა. დაახლოებით 20 წუთში კალუჟინსკიმ პენალტით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ვასილიოს გორდეზიანმა გიორგი მაისურაძის აქტიურობა შედეგიანად დაასრულა და საქართველომ 2-1 მოიგო. აღსანიშნავია ლუკა ხარატიშვილის კარგი თამაშიც, რომელმაც ბოლო წამებზე სერიოზულ ხიფათს აარიდა საქართველოს ნაკრების კარი.

დღევანდელ მატჩში ნაკრებს დინამოელთაგან საბა ხვადაგიანი კაპიტნობდა, ხოლო მოედნის ცენტრს ნოდარ ლომინაძე ამაგრებდა.

 

მომდევნო  შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 14 ივნისს საფრანგეთთან ჩაატარებს.

 

ფოტო: nakrebi.ge

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025