• Geo
  • Eng
11.06.2025
დინამოელთა გოლები 16 და 19 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა გაბალაში ორი ამხანაგური მატჩი გამართა. ალექსანდრე კობახიძის გუნდმა ყაზახ თანატოლებს 2-1 ანდრია ბართიშვილის დუბლით აჯობა. აზერბაიჯანის ნაკრებთან ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1-1 ითამაშა. გოლი დინამოელი გიორგი გორგაძის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში დინამოდან 12 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული: მათე ჭელიძე, ანდრია ფოცხვერია, იოანე გოგიჩაიშვილი, ალიკა გეთიაშვილი, დავით ცქვიტაია, ლუკა შარიქაძე, ნიკა ფოცხვერია, თორნიკე ფილაური, საბა შარვაშიძე, გიორგი გორგაძე, თორნიკე კვარაცხელია და სანდრო მიქაუტაძე.

 

19 წლამდე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვაში იასპარეზა ტურნირზე. პირველ მატჩში ვასილ მაისურაძის გუნდი თანატოლ მასპიძელთა ნაკრებს შეხვდა და დინამოელი გიორგი გვასალიას გოლით ამარცხებდა კიდეც, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში ორი გოლი გავუშვით. შემდეგი შეხვედრა მოლდოვის 20 წლამე ნაკრებთან უგოლოდ დასრულდა. ბოლო მატჩი სომხეთის ნაკრებთან საქართველომ 4 უპასუხო გოლით მოიგო. დინამოელი ნიკა ჩიქოვანის დუბლს კიდევ ერთი დუბლი დავით გოგილაშვილმა მიამატა. საბა ნიორაძემ და გიორგი გვასალიამ კი საგოლე პასები ჩაიწერეს აქტივში.

19 წლამდე ნაკრებში დინამოდან 11 ფეხბურთელი იყო მიწვეული: საბა ტარტარაშვილი, მათე შათირიშვილი, ნიკა გვაზავა, გიორგი ლომიძე, გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ლაშა ხუციშვილი, რეზი დანელია, საბა ნიორაძე, გიორგი ფერაძე და ნიკა ჩიქოვანი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025