ხვალ დინამო თბილისის 14 წლამდე შემადგენლობა ბულგარეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. Vivacom Cup ტრადიციული ტურნირია, რომელიც წელს 8 გუნდს უმასპინძლებს.
დინამოელები B ჯგუფში ბენფიკას (პორტუგალია), პაოკს (საბერძნეთი) და სტიაუას (რუმინეთი) შეხვდებიან. A ჯგუფში კი ადგილებს ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), პარტიზანი (სერბეთი) და ოდილ აჰმედოვის აკადემია (უზბეკეთი) გაარკვევენ.
მიხეილ ზაბახიძის გუნდი 13 ივნისს სტიაუასთან მატჩით დაიწყებს ტურნირს.
ბულგარეთში დინამო 20 ფეხბურთელით გაემგზავრება: გიორგი ღუნაშვილი, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკოლოზ დაღუნდარიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ ქაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ალექსანდრე ჩიქოვანი, ავთანდილ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ ჭუმბაძე, მათე მიქავა, ირაკლი დორეული, ნიკოლოზ კაჭახიძე და სერაფიმე კაზაროვი.