• Geo
  • Eng
06.06.2025
12 დინამოელი 16 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები ქალაქ გაბალაში გაემგზავრა, სადაც 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

8 ივნისს საქართველო ყაზახეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 10 ივნისს მასპინძელ აზერბაიჯანს დავუპირისპირდებით.

ალექსანდრე კობახიძემ ამ მატჩებისთვის დინამოდან 12 ფეხბურთელი მიიწვია: მათე ჭელიძე, ანდრია ფოცხვერია, იოანე გოგიჩაიშვილი, ალიკა გეთიაშვილი, დავით ცქვიტაია, ლუკა შარიქაძე, ნიკა ფოცხვერია, თორნიკე ფილაური, საბა შარვაშიძე, გიორგი გორგაძე, თორნიკე კვარაცხელია და სანდრო მიქაუტაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025