• Geo
  • Eng
01.06.2025
დინამოელთა წარმატება ახალკაცის თასზე

დღეს ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა, რომელსაც დინამოს აკადემიამ უმასპინძლა.

ტურნირი ტრადიციულად 9, 10 და 11 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჩატარდა და ორ ასაკობრივში დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.

9 წლამდე დინამოელებმა ვახტანგ ჩაგელიშვილის ხელმძღვანელობით ფესტივალის ფინალში შტურმი 4 უპასუხო გოლით დაამარცხეს. დინამოს სკოლის გუნდმა კი იმავე ასაკობრივში, ბრიჯთან პაექრობისას 2-2 (14-13 პენ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

10 წლამდე დინამომ თანაქალაქელ ლოკომოტივს 7-2 აჯობა და ნიკოლზ ჯიშკარიანის გუნდმა ტურნირი ოქროს მედლებით დაასრულა.

ლევან ბოჯგუას გუნდმა კი 11 წლამდელთა ფესტივალში მესამე ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილისთვის დინამომ ინტერს 2-0 მოუგო.

 

დინამოელებმა ფესტივალის დასრულების შემდეგ ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვეს.

9 წლამდე ტურნირის საუკეთესო მცველი ზუკა თედიაშვილი გახდა, ხოლო ფესტივალის საუკეთესო ფეხბურთელად მათე ვარამიშვილი დაასახელეს.

10 წლამდე საუკეთესო თავდამსხმელი ანდრია ცქვიტაია გახდა, ხოლო ფესტივალის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ზექალაშვილი აღიარეს.

11 წლამდელებში საუკეთესო მცველის პრიზი ანდრია ახალაიამ დაიმსახურა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025