მიუნხენში დასრულდა 2024/2025 სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც პსჟ-მ მილანის ინტერს 5-0 აჯობა. პარიზელთა მეოთხე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხე ტიტული მოიპოვა.
დინამო თბილისი სიამაყით ულოცავს ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას.
- ვულოცავ ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახის საამაყო წევრს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი ქართული გოლის გატანას და ისტორიული ტიტულის მოპოვებას. დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილმა უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ხვიჩას ეს წარმატება პირველ რიგში მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მჯერა, რომ წინ კიდევ უამრავი წარმატებაა.
რომან ფიფია - დინამო თბილისის პრეზიდენტი