დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც იბერიამ ჩვენს გუნდს უმასპინძლა.
დინამო მნიშვნელოვან შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. ტრავმირებულ ნიკოლოზ უგრეხელიძესა და ჯონ არტურს, სტეფან სიკაჩი და ვაკო გვილია შეუერთდა. დისკვალიფიკაციის გამო მატჩი ჯაბა კანკავამ გამოტოვა, ხოლო თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე, ასევე ტრავმის გამო შესაცვლელი მათე ვაწაძე შეიქმნა. თავად შეხვედრა დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობით და მინიმალური საგოლე ეპიზოდებით წარიმართა. დინამოელებს პირველ ტაიმში მართებდათ ანგარიშის გახსნა, თუმცა ბოლო მომენტში თორნიკე მორჩილაძემ დაახანა და სიტუაციაც განიმუხტა. იბერიამ 70-ე წუთზე გაიტანა, გოლი ამირან ძაგანიას ანგარიშზეა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ბევრს ცდილობდა სტატუს ქვოს აღდგენას, თუმცა შედეგიან დარტყმამდე საქმე არ მივიდა და დინამომ მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი საკუთარ სტადიონზე 24 მაისს გამართავს. დინამო არენაზე მორიგი ქართული დერბი 21.00 საათზე დაიწყება.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი