გუშინ დინამო არენამ გამორჩეულ მატჩს უმასპინძლა. ლეგენდების სერიის რიგით მეორე შეხვედრაში ჯეო11-მა ბარსელონას ლეგენდებს უმასპინძლა.
გადავსებულ დინამოზე გულშემატკივარმა ქართველ ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ბარსელონას არაერთი ვეტერანი ვარსკვლავი იხილა. მთავარი მოლოდინი კი ბრაზილიელი ჯადოქარი - რონალდინიო გახლდათ, რომელმაც 80 წუთი დაჰყო მინდორზე და გულშემატკივარი არაერთი ეპიზოდით აღაფრთოვანა.
თავად მატჩი კი კატალანურმა გუნდმა 3-1 მოიგო. ანგარიში ხავიერ სავიოლამ გახსნა, რასაც საპასუხოდ ალექსანდრე იაშვილის უზუსტესი გადაცემა და გიორგი ნავალოვსკის თავური გოლი მოჰყვა 1-1. ჟონათან სორიანომ რონალდიონიოს პასით მეორე გოლი გაიტანა, საფინალო ანგარიში კი ისევ ხავიერ სავიოლამ ჩაიწერა ანგარიშზე.
მატჩი Sports Orient-ის მიერ გახლდათ ორგანიზებული.
ჯეო11 1-3 ბარსელონას ლეგენდები
ჯეო11: ლომაია, კობახიძე, ამისულაშვილი, კალაძე, ცხადაძე, ნავალოვსკი, ხიზანიშვილი, ჯამარაული, ყენია, იაშვილი, შ. არველაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, ცქიტიშვილი, ჰარტვიგი (მატჩის გენერალური სპონსორის ფინანსური მენეჯერი), კვირკველია, ღუდუშაური, გოგუა, სირაძე, ნემსაძე, დემეტრაძე
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ბარსელონა: ანგოი, ნავარო, კრისტანვალი, დეუ, სერხი, დავიდსი, ედმილსონი, ლიტმანენი, ჟიული, სავიოლა, რონალდინიო
შეცვლაზე შევიდნენ: ოლეგერი, სორინი, მასიპი, მაქსველი, კოკუ, ჟერარდი, სორიანო
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი
არბიტრი: ალეკო აფციაური