• Geo
  • Eng
12.05.2025
მორიგი სამი ქულა და მორიგი დებიუტი

დინამოელებმა მორიგი მატჩი ეროვნულ ლიგაში, მიხეილ მესხი 2-ზე გამართეს. მე-14 ტურის შეხვედრაში ჩვენს გუნდს საგარეჯოს გარეჯმა უმასპინძლა, რომელიც თავის საუმაღლესლიგო სადებიუტო წელს თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე მართავს შეხვედრებს.

ტაიმი ორივე გუნდმა ფრთხილი თამაშით დაიწყო და პერიოდულად სათამაშო უპირატესობაც იცვლებოდა მოედანზე, ტაიმის შუიდან კი დედაქალაქელებმა მეთოდურად მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა, რაც ბოლოს სათამაშოშიც გადაიზარდა და ტაიმის ბოლოს დინამოს გოლით დასრულდა. ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრი მაღალ რიტმში გაიარა, საჯარიმოში შეჭრილ მათე ვაწაძეზე პასი გადაკიდა, ფორვარდმა კი ასევე საჯარიმოში შეჭრილ ნიკა ნინუას ერთი შეხებით დაუგდო ბურთი და ანგარიშიც გაიხსნა, ნინუამ უძლიერესი დარტყმით მეკარე უშანსოდ დატოვა. მეორე ტაიმის სტარტზე თბილისელებმა მეორე გოლი გაიტანეს. გოლი კი სტეფან სიკაჩის წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა, მეკარემ ძლიერი დარტყმით თორნიკე მორჩილაძე მოძებნა, რომელიც საჯარიმოს მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა და მათე ვაწაძეს გაუკეთა გადაცემა, მათემ კი თავის მხრივ მეორე საგოლე გადაცემა მიიწერა და ვაკო გვილიას შედეგიანად უპასა 0-2. ამის შემდეგ დინამომ კიდევ რამდენიმე მწვავე და საგოლე შეტევა განახორციელა, თუმცა უშედეგოთ. რიგ ეპიზოდებში მეკარე ყოჩაღობდა, ერთხელ ბურთი ძელმა მოიგერია და საპასუხოდ გარეჯმა გაიტანა კუთხურის შემდეგ 1-2. აი კუთხური კი მეტად სადაო გამოდგა, რადგან პირველი ჩამოწოდებას ტექნიკური წუნი მოჰყვა, მსაჯმა კი ხელახალი შესრულება ანიშნა. მოკლედ გოლი თამაზ ცეცხლაძის ანგარიშზეა. ორივე გუნდმა ცვლილებებს მიმართა, აქვე აღსანიშნავია, რომ 84-ე წუთზე დინამოელთა რიგებში მორიგი აკადემიელის დებიუტი შედგა. სათამაშოთ ნიკა ნინუას ნაცვლად 16 წლის ცენტრალური მცველი მათე შათირიშვილი შევიდა. ანგარიშში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მორიგი მატჩი მოიგო.

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 16 მაისს პეტრო არენაზე, გაგრას წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025