• Geo
  • Eng
29.04.2025
უგოლო ფრე წყალტუბოში

დინამო ეროვნული ლიგის მე-11 ტურში წყალტუბოს ესტუმრა. სამგურალთან მატჩი საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

სათამაშო უპირატესობას სტუმრები უფრო ფლობდნენ და რამდენჯერმე დინამომ სახიფათოდაც შეუტია, თუმცა ბოლო მომენტში დედაქალაქელებს სიზუსტე აკლდათ. შეხვედრის დებიუტში მასპინძლებსაც ჰქონდათ სახიფათო შეტევა, თუმცა დავით მუჯირმა სტეფან სიკაჩს ვერ აჯობა. მეორე ტაიმში თორნიკე მორჩილაძის აქტიურობას სამგურალის კარში დანიშნული პენალტიც მოჰყვა, თუმცა ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა. თბილისელები ბოლომდე ცდილობდნენ შედეგიან დარტყმას, თუმცა უშედეგოთ 0-0.

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 3 მაისს დინამო არენაზე ჩაატარებს და კოლხეთს უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025