დინამო თბილისის ფუტსალის გუნდი საქართველოს თასის ფინალშია.
დღეს ახალ სპორტის სასახლეში ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს დინამო და არმია შეხვდნენ. ნახევარფინალი დაძაბულად წარიმართა, ანგარიში კი არმიამ 34-ე წუთზე შაკო ცირამუას შედეგიანი დარტყმით გახსნა. ლურჯ-თეთრებმა წონასწორობის აღდგენა ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე მოახერხეს, ზუსტი დარტყმა თბილისელთა კაპიტნის ლაშა-გიორგი ობოლაძის ანგარიშზეა 1-1.
უგოლო ოვერტაიმების შემდეგ, მატჩისშემდგომი პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც დინამომ 9-8 იმარჯვა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ დინამოელები წელს პირველ სადებიუტო სეზონს ატარებენ ფუტსალის უმაღლეს ლიგაში.
საქართველოს თასის ფინალი 7 მაისს გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო ნიუ ვიჟენს შეხვდება.
მატჩის ოქმი