• Geo
  • Eng
15.03.2025
ყაიმი თელავში

დღეს თელავში, კავკასიონი არენაზე ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა თელავმა დინამოს უმასპინძლა.

 

თამაში თავიდანვე აქტიურად გაჩაღდა და მათე ვაწაძემ პირველივე წუთზე გაიტანა გოლი, თუმცა აღმოჩნდა, რომ თამაშგარედან. მასპინძლებმა მე-6 წუთზე მოაწოდეს კუთხური და დაჩი ცნობილაძემ ანგარიში გახსნა. მე-13 წუთზე კი დინამო ათი კაცით დარჩა მოედანზე, მსაჯმა წითელი ბარათი თორნიკე მორჩილაძეს უჩვენა. ამ გაძევებამ თავისი წვლილი მატჩის სცენარში თავისთავად შეიტანა, რაც დინამოელთა აქტიურობაზე აისახა. ათიოდე წუთში დედაქალაქელთა სახიფათო შეტევა, ნოდარ ლომინაძის კარგი თამაში და მათე ვაწაძე ზუსტი დარტყმით ათანაბრებს სხვაობას. ამის შემდეგ გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს თუმცა, რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულა. მატჩში დინამოს ფორმით უკრაინელ ფლანგის მცველ ბოგდან პოტალოვის დებიუტი შედგა.

 

მომდევნო მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 28 მარტს, გარეჯის წინააღმდეგ დინამო არენაზე ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025