თბილისის დინამოს ახალი სეზონიდან კომპანია აბაულას სახით ახალი პარტნიორი ეყოლება.
აბაულა ქართულ ბაზარზე ახალი ონლაინ ბილეთების პლატფორმაა, რომელიც ქართულ-ესპანური კოლაბორაციით შეიქმნა. საიტზე შესაძლებელია როგორც სპორტული ღონისძიებების, ასევე კონცერტების ბილეთის შეძენა ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით. იგი უზრუნველყოფს თითოეული ბილეთის უსაფრთოებას და გაყალბებისგან დაცვას. აბაულას, აგრეთვე, აქვს საკუთარი მარკეტფლეისი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ორიგინალი ბილეთების უსაფრთხოდ გადაყიდვას რეგულირებულ ფასად. აბაულასს მიზანია აღმოფხვრას ბილეთების მეორადი შავი ბაზრები და გახადოს რიგების მართვის პროცესი ბევრად კომფორტული.
აბაულას ტექნიკური ჯგუფი მადრიდში ოპერირებს. ისინი ემსახურებიან ისეთ ცნობილ ორგანიზაციებს, როგორებიცაა - „Air Canada“, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და სხვები.
ახალი სეზონიდან “დინამო თბილისის” ყველა საშინაო მატჩის ბილეთის შეძენას მხოლოდ www.abaula.ge-ზე და აბაულას აპლიკაციაში შეძლებთ. ამასთან ერთად მხარეები გულშემატკივარს სხვადასხვა ტიპის საინტერესო სიახლეებს შესთავაზებენ.