• Geo
  • Eng
13.02.2025
მეორე გუნდის ფრე სპაერთან

დინამო-2 მოახლოებული ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს ლურჯ-თეთრებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და სპაერს დაუპირისპირდნენ.

 

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და სპაერი ორი ბურთით დაწინაურდა. გოლები გოლუბიანმა და ფონიავამ გაიტანეს. დინამომ მოპოვებული სათამაშო უპირატესობის გოლებში ასახვა კი მხოლოდ თამაშის ბოლოსკენ მოახერხა. 85-ე წუთზე თემო ოდიკაძემ შეამცირა სხვაობა, საფინალო ანგარიში კი ორ წუთში ავთო მაშავამ დააფიქსირა 2-2. მომდევნო სპარინგ მატჩს დინამო-2 15 თებერვალს გამართავს. ჩვენს გუნდს მეტოქეობას სკ ორბი გაუწევს.

 

დინამო-2 2-2 სპაერი

 

დინამო-2: ბერუაშვილი, ახალკაცი, ნიკოლაიშვილი, გობეშია, პატარკაციშვილი, ცეცხლაძე, მაშავა, ტკალია, ჩიქოვანი, ნაჭყებია, მეხტიევი

მეორე ტაიმში შევიდნენ: ღაღვიშვილი, სალუქვაძე, ანანგი, ბურდიაშვილი, დანელია, ოდიკაძე, ფიფია, ფერაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025