დინამოს მეორე შემადგენლობამ ახალი სეზონისთვის მზადების პერიოდში, მესამე ამხანაგური მატჩი ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარა და 3-2 იმარჯვა. გოლები ვეტერინართა კარში პირველი ტაიმის სტარტზე და ბოლოში ნიკა ჩიქოვანმა და თემურ ოდიკაძემ გაიტანეს, მეორე ნახევარში კი 76- ე წუთზე ზუსტი დარტყმა ნიკა ტკალიას ანგარიშზეა. შემდეგ სპარინგ მატჩს დინამო-2 13 თებერვალს სპაერთან გამართავს.
დინამო-2 3-2 ვიტ ჯორჯია
დინამო-2: ბერუაშვილი, ნიკოლაიშვილი, ქელდიშვილი, გობეშია, პატარკაციშვილი, ბურდიაშვილი, მაშავა, ნიორაძე, ჩიქოვანი, ოდიკაძე, ფერაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: ღაღვიშვილი, ახალკაცი, სალუქვაძე, ანანგი, ცეცხლაძე, ტკალია, ნაჭყებია, ფიფია, მეხტიევი