დინამოელები 15 იანვრიდან პორტუგალიაში, ზამთრის შეკრებაზე იმყოფებიან. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა წვრთნის პირველი ეტაპი ფიზ. მომზადებას დაუთმო, 26 იანვრიდან კი ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.
ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე შეკრებაზე მლს-ის დასავლეთ კონფერენციის საფეხბურთო კლუბი დალასი იქნება. მატჩი 26 იანვარს თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. 31 იანვარს დინამო ლისაბონის სპორტინგის მეორე შემადგენლობას შეხვდება, 1 თებერვალს კი შვეიცარიულ კრიენსთან ისპარინგებს.
დინამოელები პორტუგალიაში 13 თებერვლამდე დარჩებიან და ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებენ. დარჩენილ მეტოქეთა შესახებ ინფორმაციას ახლო პერიოდში მოგაწვდით.