• Geo
  • Eng
31.12.2024
ვალერი გაგუა დინამო 2-ს დაემშვიდობა

ვალერი გაგუა დინამოს მეორე შემადგენლობას დაემშვიდობა. გაგუა დინამოში 2019 წლიდან დაბრუნდა და 14 წლამდე გუნდი ჩაიბარა, მომდევნო წლიდან კი 19 წლამდე შემადგენლობის მთავარი მწვრთნელი გახდა. მან გუნდთან ერთად ორჯერ ოქროს და ერთხელაც ვერცხლის მედლები მოიპოვა. წლევანდელი სეზონი ვალერი გაგუამ დინამო 2-ში გაატარა და გუნდის მთავარი ამოცანა - ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება წარმატებით შეასრულა.

 

ჩვენი გუნდი მადლობას უხდის მწვრთნელს აქ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

 

დინამო 2-ის მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025