• Geo
  • Eng
20.12.2024
დინამოს საფეხბურთო სკოლების ფესტივალი რუსთავში

14 და 15 დეკემბერს რუსთავმა დინამოს საფეხბურთო სკოლების ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და ყოველწლიურ-ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. 2012 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ფესტივალში თბილისისა და რუსთავის გუნდებთან ერთად გურია-სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთი-რაჭის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლი-ქვემო ქართლი-მცხეთა-მთიანეთის დინამოს სკოლების ნაკრებ გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

დინამოს საფეხბურთო სკოლების ფესტივალს ორი ძირითადი სპონსორი ჰყავდა: იტალიური სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია მაკრონი და ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია კავკასიაში - isurve.ge

სპონსორებმა ფესტივალის გამორჩეულ ფეხბურთელებს (გურამ ჩხაიძე - ლანჩხუთი, ლაზარე რატიანი - ამბროლაური, გიორგი კაპანაძე - ბორჯომი, დანიელ ბოლქვაძე - კასპი. საუკეთესო მეკარე - გიორგი მამალაძე (დინამო), საუკეთესო მცველი - გიორგი წურწუმია (დინამო), საუკეთესო ნახევარმცველი - ანდრია კაპანაძე (რუსთავი), საუკეთესო თავდამსხმელი - დუდუ იმედაშვილი (დინამო)). 150 ლარიანი ვაუჩერები გადასცეს.

 

ფესტივალსა და დაჯილდოვების ცერემონიას დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია, კლუბის დირექტორი ზაზა დოლიძე, აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, პროექტის მენეჯერი და ადმინისტრაცია - გია ისიანი, თემურ უგრეხელიძე და ვოვა მუსერიძე ესწრებოდნენ.

 

რომან ფიფიამ კომენტარი ფესტივალის დაჯილდოების შემდეგ გააკეთა: ამ ტურნირის მნიშვნელობაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ, ბავშვების სახეებზე ყველაფერი იყო აღბეჭდილი. ძალიან მონდომებულები იყვნენ ჩვენი ბავშვები. უდიდესი საქმე კეთდება. რუსთავიდან, ძალიან განთქმული ფეხბურთელები, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები ჩვენ გავზარდეთ. ამიტომ მომავალი იწყება აქ და ამ ბავშვებს აქვთ უდიდესი შანსი გაახარონ არამარტო რუსთავი, თავიანთი კუთხე და მშობლები, არამედ სრულიად საქართველო. წარმატებას ვუსურვებ ყველას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024