• Geo
  • Eng
15.12.2024
19 წლამდე დინამო საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს 19 წლამდე ჩემპიონატში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. მოგეხსენებათ დინამოელებმა ოქროს მედლები და ჩემპიონის ტიტული ორიოდე ტურით ადრე შეინარჩუნეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ბოლო ტურში ვიტ ჯორჯიას 6-3 აჯობა და პირველობა მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. გეგუჩაძის გუნდმა 26 მატჩიდან 59 ქულა დააგროვა, გაიტანა 77 გოლი და საკუთარ კარში 32 მიიღო.

შეხვედრის შემდეგ აკადემიის მოედანზე ჩვენი გუნდი სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ოქროს მედლებით და გივი ჩოხელის სახელობის საჩემპიონო ფარით დააჯილდოვა. დედაქალაქელებმა მორიგ ტიტულთან ერთად მომავალ წელს გასამართი უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვეს.  

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024