15 წლამდე საქართველოს ჩემპიონატის, ოქროს ლიგის ზედა ჯგუფის ბოლოსწინა ტურის მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ ორი დინამო წარდგა. შეგახსენებთ, რომ 15 წლამდე პირველობაზე დინამოს მეორე შემადგენლობაც ასპარეზობს. საბოლოოდ დინამომ 2-1 მოუგო დინამო 2-ს. შალვა კვარაცხელიას გუნდმა 69 ქულა დააგროვა და შეხვედრის შემდეგ, სფფ-ს გენერალური მდივნისგან - დავით მუჯირისგან ოქროს მედლები და სლავა მეტრეველის სახელობის საჩემპიონო ფარი ჩაიბარა. დინამო-2 ბოლო ტურში იბერიას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატს ბრინჯაოს მედლებით დაასრულებს.