დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე თბილისელთა მეორე შემადგენლობამ ბოლნისის სიონთან მნიშვნელოვანი მატჩი გამართა, რომელშიც ლიგაში დარჩენა/პლეი აუტში თამაში იდო სასწორზე.
შეხვედრა ვალერი გაგუას გუნდისთვის უიღბლოდ და არასასიამოვნოთ დაიწყო. 10 წუთზე ავტოგოლი და სტუმრები დაწინაურდნენ, ხოლო მე-18 წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ცოტნე ბერელიძეს დაატოვებინა. რთული სიტუაციიდან გამოსვლა დინამოელებმა 65-ე წუთიდან დაიწყეს. წონასწორობა ვასილიოს გორდეზიანმა აღადგინა, ხოლო სამიოდე წუთში ნიკოლოზ ტკალიამ დედაქალაქელები წინ გაიყვანა. მატჩის 79-ე წუთზე ლევან ქურდაძემ არადგინა წონასწორობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოტხე წუთძე კი თენგო გობეშიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და დინამოელები მომავალ სეზონს კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში შეხვდებიან.
მატჩის ოქმი