დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სპაერი და დინამო შეხვდნენ. მატჩი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო და შეიძლება ითქვას ბოლომდეც ესე წარიმართა, თუმცა მეტოქეს სახიფათო და მწვავე კონტრიერიშებიც აღსანიშნავია. პირველ ოც წუთში ორჯერ ოსკარ სანტისმა გაარტყა ბურთი ხარიხას, ერთხელ მათე ვაწაძის დარტყმული მოიგერია მეკარემ. ტაიმის ბოლო წუთზე კი დინამოელთა გოლკიპერის არასწორ გადაცემას ჩვენი გუნდის კარში გიორგი დ. ცეცხლაძის გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარი დინამომ უფრო აქტიურად დაიწყო და ჯერ მათე ვაწაძემ 64-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა, ხოლო 68-ე წუთზე საბა ხვადაგიანის გოლით დავწინაურდით. ფინალის დასრულებას ორი წუთი აკლდა, როცა საბა გეგიაძემ გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. ექსტრა ტაიმებში გოლები აღარ გასულა, პენალტების სერიაში კი სპაერმა 5-4 მოიგო და თასის მფლობელი გახდა.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი