• Geo
  • Eng
05.12.2024
საქართველოს თასის ფინალამდე

ხუთშაბათს 5 დეკემბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19.00 საათიდან დინამო მე-16 ფინალს ითამაშებს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისელებს მეტოქეობას თანაქალაქელი სპაერი გაუწევს. აღსანიშნავია, რომ დინამომ საქართველოს თასის ფინალი ბოლოს 2016 წელს ითამაშა.

 

თბილისელთათვის ეს იქნება 189-ე მატჩი თასების ისტორიაში. წარმატების შემთხვევაში დედაქალაქელები ტროფეის - მეთოთხმეტედ აღმართავენ. დინამოელებს თასებზე 425 გოლი აქვთ გატანილი 123-ის წინააღმდეგ. ფერდინანდ ფელდჰოფერს კი აქვს შანსი გახდეს დინამოს მეოთხე უცხოელი მწვრთნელი, რომელსაც ექნება მოპოვებული ყიფიანის სახელობის თასი. მანამდე ტროფეის მოპოვება ივო შუშაკმა, უმცროსმა დუშან უჰრინმა და იურაი იარაბეკმა მოახერხეს.

 

გადამწყვეტ მატჩამდე დინამოელებმა იბერიას 2-1 მერვედფინალში აჯობეს. გოლები ნიკა ცეცხლაძემ და საბა ხვადაგიანმა გაიტანეს. მეოთხედფინალში დავით გოცირიძის გოლით ბათუმის დინამოს 1-0 მოვუგეთ, ხოლო ნახევარფინალში მათე ვაწაძის შედეგიანი თერთმეტმეტრიანით კოლხეთი-1913 1-0 დავამარცხეთ.

 

სპაერმა დღევანდელ შეხვედრამდე მეთექვსმეტედფინალში ხობის კოლხეთი 2-1 დაამარცხა.  მერვედფინალში ლოკომოტივი 2-ს 1-0 აჯობეს, ხოლო მეოთხედფინალში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ თელავი 4-3 დაამარცხა. ნახევარფინალის დრამატული შეხვედრა სპაერმა გაგრას პენალტების სერიაში მოუგო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024