1 დეკემბერს ქობულეთში, საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც კოლხეთი 1913-მა დინამოს უმასპინძლა.
მატჩი შეიძლება ითქვას რომ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარით 3-0 დასრულდა. გოლები გიორგი ახალაძის, ერეკლე ჯიჯავაძის და გიორგი აბუაშვილის ანგარიშზეა. შეხვედრაში ჩვენი გუნდის ავსტრიელ გოლკიპერის ტობიას შუცენაუერს და ახალგაზრდა მცველის თენგო გობეშიას დებიუტი შედგა.
ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდი 5 დეკემბერს გასამართი საქართველოს თასის ფინალისთვის ემზადება, რომელშიც სპაერს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა ბოლოს ყიფიანის ტროფეი 2016 წელს მოიპოვეს. ფინალი მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება და 19.00 საათზე დაიწყება.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი