საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 74 მატჩიდან 43 დედქალაქელებმა მოიგეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 140/77 თბილისელთა სასარგებლოდ.
ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თექვსმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1-0. თერმეტჯერ მატჩი 2-1 მორჩა, შვიდჯერ 3-1, 2-0 და 3-0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი სამჯერ იხილა გულშემატკივარმა. 1994 წლის 18 სექტემბერს ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში 8 გატანილი გოლი დაფიქსირდა. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს, ხოლო 2023 წლის 28 ნოემბერს დედაქალაქელებმა 6-2 მოიგეს. გოლები საბა ხვადაგიანმა ზორან მარუშიჩმა, გიორგი ხარაიშვილმა, დავით სხირტლაძემ და უსმანე კამარამ გაიტანეს, ერთი დარტყმაც ავტოგოლი გახლდათ. დიდი ანგარიშით დინამო მე-16 ჩემპიონატის მე-9 ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0-3 დამარცხდნენ, 2022 წლის 4 მარტს ბათუმელებმა 3-0 იმარჯვეს. ყველაზე დიდი ანგარიშით დედაქალაქელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მე-19 ჩემპიონატის მე-7 ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს.
წელს ორი დინამო 2024 წლის 8 აპრილს შეხვდა ერთმანეთს, ბათუმში გამართული მატჩი მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. 23 მაისს დინამო არენაზეც ბათუმელებმა მოიგეს 2-1. გოლი აჭარელთა კარში ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანა.