დღეს ბათუმში ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივმა დინამომ დედაქალაქურ დინამოს უმასპინძლა.
მატჩი ტრადიციულად საინტერესოდ წარიმართა. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა სათამაშო უპირატესობას მთელი შეხვედრის მანძილზე დედაქალაქური გუნდი ფლობდა. ანგარიში შეხვედრის 28-ე წუთზე მარიო ბალბურდიამ გახსნა, ხოლო საპასუხო გოლი სოლომ კვერკველიამ საბა ხარებაშვილის ჩაწოდების შემდეგ 81-ე წუთზე გაიტანა. თბილისელებს ბოლო წუთებზე გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა თორნიკე კირკიტაძემ ვერ გამოიყენა მწვავე შეტევა. საბოლოოდ მატჩი 1-1 მორჩა.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი