• Geo
  • Eng
27.09.2024
გამარჯვება კოლხეთთან 3-2

დინამომ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში კოლხეთს პეტრო არენაზე უმასპინძლა. მატჩი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო შეტევაც განხორციელდა, თუმცა გოლები დედაქალაქელთა კარში გავიდა. ტაიმის ბოლოსკენ ჯერ გიორგი აბუაშვილმა გახსნა ანგარიში (აღსანიშნავია, რომ დინამოს აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა გოლი არ აღნიშნა), შემდეგ კი კირილ კლიმოვმა სტუმრები ორი ბურთით დააწინაურა. დინამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, სიტუაციის გამოსასწორებლად კი მხოლოდ მეორე ტაიმი იყო დარჩენილი. 50-ე წუთზე ნიკა ნინუამ ჩვეულად გაისროლა და შეამცირა სხვაობა (საბოლოოდ ოფიციალურად ავტოგოლი დაფიქსირდა არჩილ დათუაშვილზე). დინამო მთელი ძალებით შეეცადა შეხვედრაში გარდატეხის შეტანას. მოედანზე ჯერ ვასილიოს გორდეზიანი და შემდეგ ოსკარ სანტისიც გამოჩნდნენ და საბოლოოდ სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა შეძლო შედეგიანად თამაში. ჯერ 87-ე წუთზე გვატემალელმა ფეხბურთელმა ცრუ მოძრაობის შემდეგ საჯარიმოში შეაღწია და ზუსტად გაისროლა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ პერიოდში მისი გადაცემით 3 ქულის მომტანი დარტყმა გორდეზიანმა ჩაიწერა ანგარიშზე. ამრიგად დინამომ მაინც მოახერხა შეხვედრის გამარჯვებით 3-2 დასრულება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024