• Geo
  • Eng
01.05.2024
ქართული დერბი – ურთიერთშეხვედრები

2 მაისს დინამო თბილისი ქუთაისს ესტუმრება. მორიგი ქართული დერბი შენგელია არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.

 

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 90 მატჩიდან, 49-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 24 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 151/77 თბილისელთა სასარგებლოდაა.

 

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვებები ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზზე სამჯერ დაფიქსირდა. მე-2 ჩემპიონატის მე-4 ტურში 1991 წლის 1 აპრილს, მე-7 ჩემპიონატის მე-3 ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს და 34-ე ჩემპიონატის მე-19 ტურში 2022 წლის 25 ივნისს. ოთხბურთიანი სხვაობით და გოლგაუშვებლად დინამოელებმა მეტოქე ორჯერ დაამარცხეს. 2012/2013 სეზონში, 24-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ეტაპის მე-8 ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4-0 აჯობა და იგივე ანგარიში 34-ე ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმეორა დედაქალაქურმა გუნდმა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მე-12 ჩემპიონატის მე-2 ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მე-18 ჩემპიონატის მე-17 ტურში 2007 წლის 17 მარტს, ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.

 

ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1-0, რომელიც ტაბლოზე 20-ჯერ დაფიქსირდა. ​ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში საკუთარ სტადიონზე, ტორპედომ დინამოსთან ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო, ანგარიშით 2-1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა.

 

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი თბილისში 2024 წლის 10 მარტს გაიმართა და დინამოს გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გოლი ქუთაისელთა კარში 16 წლის ვახო სალიამ გაიტანა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024