• Geo
  • Eng
28.04.2024
ათი ქართველი ტალანტი - Football Talent Scout

საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართულმა ფეხბურთმა მეტი ყურადღება მიიქცია და ფეხბურთელთა მიმართაც მეტი ინტერესი გაჩნდა.

 

გთავაზობთ საინტერესო სტატიას ქართველ ტალანტებზე, რომელიც Football Talent Scout-მა გამოაქვეყნა - https://rb.gy/cects3

 

„ისეთი ტალანტების გამოჩენა ევროპულ კლუბებში, როგორიცაა - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) და გიორგი მიქაუტაძე (იჯარით აიაქსიდან მეცში) - კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტალანტების ზრდის ტენდენციას საქართველოში. ამ მოთამაშეებმა ევროპული არაერთი წამყვანი გუნდის ყურადღება მიიპყრეს. დღეს კი გამოვარჩევთ იმ 10 იმედისმომცემ ქართველ ტალანტს, რომლებიც ახლო მომავალში ფურორის მოხდენას გეგმავენ ევროპულ ფეხბურთში.“

 

გაბრიელ სიგუა (2005 - ბაზელი, შვეიცარია) - დინამოს აკადემია

ლუკა პარკაძე (2005 - ბაიერნიდან იჯარით ადმირაში, ავსტრია) - დინამოს აკადემია

ირაკლი აზაროვი (2002 - შახტარი, უკრაინა) - დინამოს აკადემია

საბა საზონოვი (2002 - ტორინო, იტალია) - ზენიტის აღზრდილი

გიორგი კვერნაძე (2003 - კოლხეთიდან იჯარით ფროზინონეში, იტალია) - საბურთალოს აკადემია

ალექსანდრე ფეიქრიშვილი (2006 - დინამო თბილისი, საქართველო) - დინამოს აკადემია

გიორგი გოჩოლეიშვილი (2001 - შახტარი, უკრაინა) - საბურთალოს აკადემია

საბა გოგლიჩიძე (2004 - ემპოლი, იტალია) - ტორპედოს აღზრდილი

ლუკა ლაცაბიძე (2004 - შახტარი, უკრაინა) - დინამოს აკადემია

ვახტანგ სალია (2007 - დინამო თბილისი, საქართველო) - დინამოს აკადემია

 

აქვე ხაზგასმით და სიამაყით ავღნიშნავთ, რომ 10 გამორჩეული ტალანტიდან, 6 დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, ხოლო ორი ფეხბურთელი ამჟამად დინამოს პირველი გუნდის რიგებშია.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024