• Geo
  • Eng
25.04.2024
ლაშა თოთაძე დინამოში დაბრუნდა

დინამოს სამწვრთნელო შტაბში სიახლეა. გუნდში დაბრუნდა ლაშა თოთაძე, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს. ლაშამ აქტიური საფეხბურთო კარიერა 2022 წელს დაასრულა, დინამოში კი 2014-2015 და 2017-2018 წლებში ასპარეზობდა. ლაშა თოთაძემ დედაქალაქელთა ფორმით მთლიანობაში 103 მატჩი გამართა და 14 გოლი გაიტანა.

გუნდის სამწვრთნელო შტაბი დატოვა გიორგი ჯავახიშვილმა, ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024