• Geo
  • Eng
25.04.2024
ურთიერთშეხვედრები თელავთან

26 აპრილს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში დინამო თელავს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 20.00 საათზე დაიწყება.

 

თბილისელები და თელაველები ერთმანეთს 15-ჯერ დაუპირისპირდნენ. 7 მატჩი დინამომ მოიგო, 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 2-ჯერ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 29/15 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

 

2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. 2021 წლის 31 ოქტომბერს დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. 2022 წლის 10 აპრილს ეს გუნდები თელავში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრედ 1-1 დაცილდნენ. გოლი მასპინძელთა კარში ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა. 25 მაისს დინამო არენაზე დედაქალაქელებმა 3-2 მოიგეს. ვაჟა ფაცაციას ავტოგოლს ორი გოლი თორნიკე კირკიტაძემ და სტანისლავ ბილენკიმ მიამატეს. 5 სექტემბერს თელავში ჩატარებული შეხვედრა დინამომ იმრან ულად ომარის და თორნიკე კირკიტაძის გოლებით 2-1 მოიგო. 10 ნოემბერს ასევე იმრანის გოლი და დინამო არენაზე გამართული შეხვედრა 1-1 მორჩა. 2023 წლის პირველი დაპირისპირება, რომელიც 18 მარტს თელავში გაიმართა საყაიმო ანგარიშით 2-2 დასრულდა. გოლები მასპინძლებს გაბრიელ სიგუამ და უსმანე კამარამ გაუტანეს. მეორე წრის შეხვედრა 14 მაისს გორში გაიმართა და ურთიერთშეხვედრებში სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა. დედაქალაქელებმა მეტოქეს 6-1 აჯობეს. სხვაობაც რეკორდულია და გატანილი გოლების რაოდენობაც. შეხვედრაში გოლები იმრან ულად ომარმა, უსმანე კამარამ, გიორგი მაისურაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა, ალექსანდრე კალანდაძემ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. 25 აგვისტოს ჩვენს ოპონენტს თელავში პირველი წრის მატჩის დარად 2-2 დავცილდით. გოლები გიორგი ხარაიშვილის და მუსა სანგარეს ანგარიშზეა. ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ 4 ნოემბერს შეხვდნენ, დინამომ კი 4 უპასუხო გოლით მოუგო მეტოქეს. გოლები უსმანე კამარამ, გიორგი ხარაიშვილმა და ზორან მარუშიჩმა (2) გაიტანეს.

2024 წლის პირველობის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ბოლოს დარად 4-0 დასრულდა. ამ შემთხვევაში უკვე თელავმა იმარჯვა საკუთარ კედლებში. ეს გახლდათ ამ გუნდების ისტორიაში თელაველთა მეორე გამარჯვება და ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა კახელთა სასარგებლოდ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024