• Geo
  • Eng
15.04.2024
ურთიერთშეხვედრები გაგრასთან

16 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გაგრას შეხვდება. მატჩი პეტრო არენაზე 19.00 საათზე დაიწყება.

 

აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ჩემპონატში 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. დინამოს უპირატესობა 12 მოგებული თამაშით გამოიხატება, ორი შეხვედრა ფრედ მორჩა და სამჯერ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 36/11 დინამოს სასარგებლოდ.

პირველი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პიველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 2-1 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს. ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა ამ გუნდების მონაწილეობით 2022 წლის 20 ივნისს დაფიქსირდა. დინამომ დიდი ანგარიშით 5-0 მოიგო. გოლები უსმანე კამარამ, გიორგი მოისწრაფიშვილმა, ბარნს ოსეიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. ყველაზე მეტი გოლი კი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2023 წლის 8 მარტს გავიდა. დინამომ თბილისის ზღვის მოედანზე გამართულ მატჩში 5-3 აჯობა მეტოქეს. გოლები იმრან ულად ომარმა, უსმანე კამარამ (2), გაბრიელ სიგუამ და ზორან მარუშიჩმა გაიტანეს. 6 მაისის მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიშში დიდი სხვაობა დინამომ მომდევნო წელსაც გაიმეორა. ამჯერად 13 აგვისტოს ჩატარებული მატჩი თბილისელებმა 6-1 მოიგეს. ჰეთ თრიქი იმრან ულად ომარმა შეასრულა, დუბლი დავით სხირტლაძის ანგარიშზეა, ერთი გოლიც მეტოქემ საკუთარ კარში გაიტანა. ბოლოს ეს გუნდები 21 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს, გაგრამ მატჩი დინამოზე მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024