• Geo
  • Eng
14.04.2024
ფუტსალი| დინამო ფუტსალის ლიგაში აღზევდა

დინამო თბილისის ფუტსალის გუნდი ფუტსალის ლიგაში (უმაღლესი ლიგა) აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის ფინალის საგზური კახაბერ მაისაიას გუნდმა რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, საქართველოს უნივერსიტეტის ორივე მატჩში დაამარცხებით მოიპოვა. მეორე ფინალისტმა, თსუ 2-მა გადამწყვეტ მესამე მატჩში სეუ-ს აჯობა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ დინამო თბილისი მომავალ სეზონს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში გაატარებს. რაც შეეხება ლიგა 2-ის ფინალურ მატჩებს, პირველი შეხვედრა არენა 2-ში 20 აპრილს გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024