• Geo
  • Eng
08.04.2024
ალექსანდრე ჩივაძე – 69

დინამოს ლეგენდარული კაპიტანი იუბილარია. დღეს ალექსანდრე ჩივაძე 69 წლის გახდა. დინამოს რიგებში საშა ჩივაძე 1974 წლიდან 1987 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 425 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა. არის სსრკ–ს 1978 წლის ჩემპიონი. სამგზის პრიზიორი (1976 შემოდგომა-გაზაფხული, 1981). ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. ჩივაძე 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დასახელდა რვაჯერ. სსრკ–ს ნაკრების კაპიტანი, 52 ჩატარებული მატჩი და გატანილი 3 გოლი. არის ფიფას ორდენის კავალერი. დინამოელები ვულოცავთ ალექსანდრე ჩივაძეს იუბილეს. ვუსურვებთ, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024