• Geo
  • Eng
07.04.2024
ფუტსალი | დინამო ლიგა 2-ის ფინალშია

დინამო თბილისის ფუტსალის გუნდმა ლიგა 2-ის პლეი-ოფის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კახაბერ მაისაიას გუნდმა რეგულარული სეზონის გამარჯვებული საქართველოს უნივერსიტეტი, მეორე შეხვედრაშიც დამაჯერებლად - 3:0 დაამარცხა და ფუტსალის ლიგაში დაწინაურებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

დინამოელებმა სამივე გოლი მეორე ნახევარში გაიტანეს, შედეგიანი დარტყმები დათო ხუბუტიას, კახა მაღლაკელიძის და გიგა ლაგაზაშვილის ანგარიშზეა.

მატჩის ოქმი
 

გამარჯვების შემდეგ, განვლილი მატჩი დინამოელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლის ავტორმა კახა მაღლაკელიძემ შეაფასა:

„ძალიან სანახაობრივი იყო ორივე დაპირისპირება. ტაბლოზე ანგარიში არის, შედეგიც სახეზეა. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს მაქსიმალური ძალისხმევისთვის და ასევე ჩვენ მთავარ მწვრთნელს, რომლის გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. გულშემატკივარმა ის ატმოსფერო შექმნა, რაც მოთამაშისთვის მოედანზე ძალიან სასიამოვნოა. ფინალში ველოდებით ღირსეულ მეტოქეს. როგორ თამაშსაც ველოდებოდით ზუსტად ისეთივე სირთულის იყო, შეიძლება მეტიც. დღეს სწრაფ გოლს ველოდით, მაგრამ არ მივიღეთ, ამის შემდეგ მეტი თავდაჯერებულობა გამოვიჩინეთ. ორი გოლი ძალიან სწრაფად გავიტანეთ და მეორემ იქონია გარდამტეხი გავლენა“.

დინამოს ფინალური მეტოქე სეუ-სა და თსუ 2-ს შორის გამოვლინდება. ფინალურ ეტაპზე სერია სამ მოგებამდე გრძელდება. სერიის პირველი შეხვედრა 20 აპრილსაა დაგეგმილი. ფუტსალის ლიგაში ასპარეზობის უფლებას, ლიგა 2-ის ჩემპიონი მოიპოვებს, ფინალისტი კი, პლეი-ოფის გზით შეეცდება მთავარ ლიგაში მოხვედრას. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024