• Geo
  • Eng
30.03.2024
ფრე სამტრედიასთან

სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა ეროვნული ლიგის გათამაშება, რომლის მეხუთე ტურშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა. თავად მატჩის დაწყებამდე კი ფეხბურთელებმა ჩვენი გუნდის ექიმს დავით ხარაბაძეს და მეკარეს გიორგი ლორიას, საპატიო დერეფანი მოუწყვეს და კიდევ ერთხელ მიულოცეს ევრო 2024-ის საგზურის მოპოვება.

მატჩი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და პირველივე ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა სტუმართა კართან, თუმცა უშედეგოდ. ვახო სალიამ გოლიც გაიტანა, რომელიც მსაჯმა თამაშგარის გამო გააუქმა. მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძელთა შეცდომით ომრან ჰაიდარმა ისარგებლა და ფაქტიურად პირველივე საგოლე მომენტი გამოიყენა. დინამოელები აგრძელებდნენ შეტევებს, 64-ე წუთზე კი მოედანზე დედაქალაქურ გუნდში დაბრუნებული გიორგი მოისწრაფიშვილიც გამოჩნდა, რომელმაც შეტევებს სიმწვავე შემატა. ასევე შეცვლაზე შემოსულმა დავით გოცირიძემ გოლიც გაიტანა, მაგრამ არც ეს დარტყმა ჩაითვალა. შეხვედრის ბოლოსკენ მორიგი შეტევა, ვახო სალიას გადაცემა და ჩვენი გუნდის ლიეტუველმა ნახევარმცველმა დანიელ რომანოვსკიმ დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა 1-1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს თბილისელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ნიკა უგრეხელიძეს თავით დარტყმული ბურთი სტუმართა გოლკიპერმა მოიგერია.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 3 აპრილს გორის დილასთან ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024