• Geo
  • Eng
02.03.2024
დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა

დღეს დინამო არენაზე ჩვენი გუნდისთვის სტარტი აიღო საქართველოს 36-ე ჩემპიონტმა. შეგახსენებთ, რომ დინამო ერთად ერთი გუნდია, რომელსაც უმაღლესი ლიგა არასოდეს დაუტოვებია.

 

პირველი ტურის შეხვედრა ტრადიციულად საქართველოს ჰიმნის ფონზე გაიხსნა, გუნდებმა კი პირველივე წუთებიდან სტადიონზე მისულ გულშემატკივარს აქტიური თამაში შესთავაზეს. მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მალევე მოიპოვეს და დებიუტშივე სახიფათოდ შეუტიეს წყალტუბოელებს. მე-10 წუთზე მორიგ შეტევას კუთხური მოჰყვა, რომელიც კიკე ლოპესმა ჩამოაწოდა, დინამოს ფრანგმა ახალწვეულმა დომინიკ საიმონმა კი ზუსტი თავურით სადებიუტო გოლიც გაიტანა და დედაქალაქელებიც დააწინაურა. დინამოელებმა გაარძელეს ზეწოლა და ცოტახანში ოსკარ სანტისს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა. 32-ე წუთზე სამგურალის დაცვის ხაზის შეცდომა, რომლითაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა შემტევმა ნიკა სიხარულაშვილმა შედეგიანად ისარგებლა და ერთი შეხებით ანგარიში 2-0 გახადა. მეორე ტაიმში თბილისელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, განსაკუთრებით ვახო სალია და ოსკარ სანტისი აქტიურობდნენ, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. მეორე ნახევრის შუაში მიხეილ მაქაცარიას სეივიც აღსანიშნავია, ახალგაზრდა მეკარემ ლუკა ხორხელის ძლიერად დარტყმული მოიგერია. ისიც სათქმელია, რომ მსაჯმა 82-ე წუთზე ჯერ ხორხელი გააძევა ორი ყვითელი ბარათით, 7 წუთში კი იმავე გზით გიორგი მაისურაძეს აჩვენა წითელი ბარათი.

 

ანდრეს კარასკოს გუნდმა შეხვედრა 2-0 მოიგო, მომდევნო მატჩს კი დინამო თელავში 6 მარტს ჩაატარებს.

 

დინამო 2-0 სამგურალი

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024