• Geo
  • Eng
29.02.2024
თამაზ კოსტავა - 68

ჩვენი გუნდის ოქროს თაობის ვეტერანი მცველი – თამაზ კოსტავა 68 წლის გახდა. იგი დინამოს რიგებში 1977 წლიდან 1982 წლამდე ასპარეზობდა და დედაქალაქური გუნდის რიგებში 156 შეხვედრა ჩაატარა. არის 1978 წლის სსრკ–ს ჩემპიონი, 1977 წლის ვიცე ჩემპიონი და 1981 წლის პრიზიორი. ბროლის თასის 1979 წლის გამარჯვებული და 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ორჯერ იყო დასახელებული. სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 4 შეხვედრა და გაიტანა ერთი გოლი. დინამოელები ვულოცავთ თამაზ კოსტავას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024