• Geo
  • Eng
24.02.2024
დინამო 2-ის მზადება ახალი სეზონისთვის

5 მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაც. მოგეხსენებათ მოახლოვებულ ტურნირში შარშანდელის დარად დინამო-2 მიიღებს მონაწილეობას.

 

დინამოს მეორე გუნდში არაერთი ცვლილება მოხდა. რამდენიმე ფეხბურთელი პირველ გუნდში დაწინაურდა, თავად შემადგენლობას კი ახალი მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუა უხელმძღვანელებს.

 

დინამოელებმა ახალი სეზონისთვის მზადება თბილისში გაიარეს და ხუთი ამხანაგური მატჩიც გამართეს. პირველი სპარინგი რუსთავთან 0-5 დათმეს, შემდეგ დინამო 2-მა ჯერ თელავს მოუგო დავით გოცირიძის გოლით 1-0, მერე ბოლნისის სიონს დაუზავდა (ლუკა ბუბუტეიშვილი) 1-1, გარეჯთან ლუკა ბუბუტეიშვილის და ავთო მაშავას გოლებით იმარჯვა 2-0 და ბოლოს გაგრა იუსუფ მეხტიევის შედეგიანი დარტყმით 1-0 დაამარცხა.

 

ვალერი გაგუას გუნდი პირველი ტურის შეხვედრას 5 მარტს აკადემიის მოედანზე გამართავს და 18.00 საათიდან რუსთავს უმასპინძლებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024