• Geo
  • Eng
13.02.2024
უგოლო ფრე კიევის დინამოსთან

დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეოთხე ტესტ მატჩი ჩაატარა, რომელშიც კიევის დინამოს დაუპირისპირდა.

 

მატჩი თავიდან ბოლომდე ძლიერი წვიმის თანხლებით ჩატარდა. საგოლე მომენტებით შეხვედრა არ ყოფილა დატვირთული, თუმცა მწვავე შეტევები ორივე გუნდს ჰქონდა. ძირითადი ბრძოლები მოედნის ცენტრში გაიმართა, მცირედი ტერიტორიული უპირატესობა კი უკრაინულ გუნდს ჰქონდა. აღსანიშნავია, თბილისელთა დაცვის ხაზის დამაჯერებელი და უშეცდომო თამაში, კიეველებს პრაქტიკულად რეალური საგოლე მომენტი არც შეუქმნიათ. თბილისელტა რიგებიდან ოსკარ სანტისს, დანიელ რომანოვსკის და დავიტ გოცირიძეს შეეძლოთ გატანა, თუმცა შედეგიანად ვერ გამოიყენეს მომენტები. დინამო თბილისის რიგებში კი მეორე ტაიმში ტაჯიკი ახალწვეულის ალიშერ შუქუროვის დებიუტიც შედგა. საბოლოოდ შეხვედრაში გოლი არ გასულა და ორი დინამო ერთმანეთს დაუზავდა.

 

განახლებული განრიგით, ანდრეს კარასკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 თებერვალს, უზბეკური დინამო სამარყანდის წინაღმდეგ გამართავს.

 

დინამო თბილისი 0-0 დინამო კიევი

 

დინამო თბილისი: მაქაცარია, კალანდაძე, ლოპესი, აკპუჯე, მაისურაძე, რომანოვსკი, ლომინაძე, საიმონი, სიხარულაშვილი, სანტისი, აკილა

შეცვლაზე შევიდნენ: გოგნაძე, სალუქვაძე, ჰარუნა, უგრეხელიძე, შუქუროვი, კვერენჩხილაძე, იობაშვილი, სალია, გოცირიძე

 

დინამო კიევი: ბუშანი, ვივჩარენკო, პოპოვი, მიხავკო, კარავაევი, ბრაჟკო, შაპარენკო, ბუიალსკი, კაბაიევი, ვოლოშინი, ვანატი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024